суббота, 9 апреля 2016 г.
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს განვიხილეთ მე-8 მოდული.ამ მოდულის განხილვისას ვისწავლე,როგორ წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი ეფექტურად და როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული შეფასება.ასევე,კიდევ ერთხელ გავიხსენეთ,რომ საპრეზენტაციო ჩვენება მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა. შევქმენით პორტფოლიოს სანახავი ვერსია.
ტრენინგის ამ კურსმა ბევრი ახალი და საინტერესო უნარ-ჩვევა შემძინა,დამანახა პროექტებით სწავლების დადებითი მხარეები,თუ როგორ შეიძლება უფრო საინტერესოდ და მრავალფეროვნად მივაღწიოთ თემის სიღრმისეულ შესწავლას,თუ როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში-შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით,როგორ შეიძინონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რაც ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციებია.
და ბოლოს,დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ დიანა მიქაძეს,რომელმაც ტრენინგი სახალისო და საინტერესო გახადა სწავლების მრავალფეროვანი ფორმებით და მეთოდებით.
воскресенье, 3 апреля 2016 г.
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს გავიარეთ მოდული 6,მისი ყველა აქტივობა და ნაბიჯები.გავეცანით,როგორ მოვარგოთ ინდივიდუალურად სასწავლო პროექტის გეგმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს.მათი საჭიროებების და მახასიათებლების მიხედვით როგორ შევქმნათ რესურსი.როგორ ჩავრთოთ აქტიურად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები ხალისით და ინტერესით.ვისწავლეთ მათზე მორგებული შეფასების რუბრიკების შექმნა.დღე იყო საინტერესოდ დატვირთული,ვფიქრობ,შეძენილი ცოდნა ძალიან დამეხმარება.გმადლობთ!
суббота, 2 апреля 2016 г.
პროექტის მეშვიდე დღე
პროექტის მეშვიდე დღეს განვიხილეთ კილეგების მიერ სექმნილი მოსწავლის ნიმუშები,მოვახდინეთ უკუკავშირი,გავეცით რეკომენდაციები.ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე.მოცემულ მე-5 მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელებთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში, ჩვენ შევქმნით დოკუმენტს, პრეზენტაციას. ასევე, დავგეგმავთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურებს და შევქმნით მასალებს მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
გავეცანით მე-7 მოდულს.ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ფასილიტაციის ნიმუშები.
მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
воскресенье, 27 марта 2016 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე იყო საინტერესო,როგორც ყოველთვის.გავიარეთ მოდული 4 მთლიანად და მოდული 5-ის ნაწილი.შევეხეთ მთავარ კითხვას,როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეების სწავლების შეფასების მიზნით. ვისწავლეთ,რომ პროექტზე მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროება და ინტერესები.
მაგალითებით განვიხილეთ და ვნახეთ,როგორ შეუძლია გამოიყენოს მოსწავლემ ტექნოლოგიური საშუალებები პროექტისათვის.ვნახეთ და დავათვალიერეთ მოსწავლის თვალით დანახული და შექმნილი საინტერესო რესურსები.
გავეცანით მოსწავლეთა შეფასების ფორმებს,სქემებს,ჩეკლისტებს.დღე იყო საიტერესოდ და შინაარსით დატვირთული.გმადლობთ!
суббота, 26 марта 2016 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავაკეთეთ შეფასების გეგმების პრეზენტაციები,მოვახდინეთ უკუკავშირი,ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასების ფორმები.განვიხილეთ,როგორ შევქმნათ პორტფოლიოს პრეზენტაცია,ვისწავლეთ,როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს სწავლებისა და სწავლის ხელშესაწყობად,როგორ უზრუნველვყოფ ინტერნეტის პასუხისმგებლობით და კომპეტენტურ გამოყენებას,ვისწავლეთ,როგორგამოვიყენოთ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალა.ვისწავლეთ პროგრამა word-ში კომენტარების შექმნა და გაკეთება.განვიხილეთ უკუკავშირის მიცემა,გაკეთება.დღე იყო ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ დატვირთული,გმადლობთ!
воскресенье, 13 марта 2016 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მე-4 დღეს ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე.განვიხილეთ მე-3 ქტივობა.განვიხილეთ შეფასების ხუთეტაპიანი ფორმები.გავერკვიეთ.,როგორ მოვახდინოთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება.რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციისათვის, თვითშეფასებისათვის. უკუკავშირის მისაღებად, კომუნიკაციის გასავითარებლად. შეფასების ეს ფორმები პროექტის მიმდინარეობას სიღრმისეულად აფასებს.

ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე იყო ძალიან საინტერესო. განვიხილეთ მეორე მოდულის ორი თემა. სტანდარტის გათვალისწინება პროექტზე დაფუძნებულ და მოსწავლეებზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება, მასზე მიმაგრებული ფაილები,რაც ძალიან მოგვეწონა,რადგან თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი კითხვები. სტანდარტისა და ამოცანების დაგეგმვა და აქედან გამომდინარე მიზნების დასახვა დაგვეხმარება პროექტის სწორად აგებაში.გავეცანით კოლეგების პირველ მონახაზებს და გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები,მივეცით რჩევები. გავიაზრეთ,რამდენად მნიშვნელოვანია მიმართულების მიმცემი კითხვების სწორად ფორმულირება მიზნის მისაღწევად. გავეცანით ბლუმის ტაქსონიმიის განახლებულ ვერსიას. ავტვირთე ჩემს მიერ შექმნილი ბროშურა,იმედია,კარგი გამომივიდა.

ტრენინგის პირველი და მეორე დღე
ტრენინგის პირველ დღეს გამოწვევის ფაზაზე ვნახეთ ფილმი ,,ხიდი". რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თანამედროვე ტექნოლოგიების ინოვაციების გაცნობის და გამოყენების აუცილებლობაში. განვიხილეთ ელექტრონული წიგნი ,,პროექტებით სწავლება",მასში ნავიგაცია, მოდულები, რესურსები,ვისწავლეთ ჩანიშვნების გაკეთება და შენახვა, აქამდე პროექტის გაკეთებაზე შედარებით მცირე ცოდნა მქონდა, ახლა დეტალურად განვიხილეთ პირველი მოდულის ყველა ნაბიჯი.ვისწავლეთ საქაღალდის შექმნა პროექტისათვის და დალაგება.ასევე ბუკლეტების,ბროშურების დამზადება.ასეთი სქემით პროექტი არასდროს გამიკეთებია. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და შევქმენით ბლოგი,რაც რთული მეგონა, მაგრამ თავი გავართვით. ასეთი სწავლება საინტერესოს და სახალისოს შექმნის სასწავლო პროცესს.

Подписаться на:
Сообщения (Atom)